logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს, დავით სერგეენკო კი პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს
ჯანდაცვის სამინისტროს ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს, დავით სერგეენკო კი პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს
14:30 18.06.2019

ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის

ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და პირადად დავით სერგეენკოს დამსახურებაა.

„ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან გაატარა, არის საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანი. უმთავრესი ცვლილება, რაც მოიტანა ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, გახლდათ ის, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეზე. ყველას კარგად გახსოვთ, რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წლის ბოლოს და რა მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დღეს. ბუნებრივია, ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დავით სერგეენკოს - ადამიანს, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას ჯანდაცვის სფეროში კარგი გამოცდილება და მენეჯერული თვისებები აქვს და პოლიტიკური გუნდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„მე დავით სერგეენკოსთან, მისივე ინიციატივით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი. ის დავალებები, რეფორმები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება გასატარებელი, საკმაოდ რთულია და ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მას ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. სამინისტრო, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, დიდ დროს უთმობს მიმდინარე საკითხებს და ამან არ უნდა მოგვცეს ის შედეგი, რომ რეფორმებზე ნაკლები დრო და ენერგია იხარჯებოდეს . აქედან გამომდინარე, დათოს, როგორც მრჩევლის როლი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ რეფორმების ეფექტური გატარება და ამავე დროს ახალი რეფორმების გატარება, რომელიც ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს სრულიად ახალ დონეზე და მიუახლოებს ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დავით სერგეენკოს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მრჩევლის პოსტზე ისეთივე მნიშვნელოვან საქმიანობას გასწევს, როგორც ჯანდაცვის მინისტრობისას.

„კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დათოს გაწეული სამსახურისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული, ისეთივე მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მან ეს განახორციელა მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ჩვენ სამომავლოდ გვექნება, ჩვენ უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე ეკას მინდა ვუსურვო წარმატებები. მას ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები. გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული, თუმცაღა ის ხედვები, რაც მას აქვს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას ზურგს უმაგრებს, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს ის გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა