საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.
ის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.პრეზიდენტმა აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა.
ცენტრის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდა. სარეაბილიტაციო ცენტრი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და 100 ადამიანს მოემსახურება.
სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრები.

















