logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ - დიმიტრი ხუნდაძემ  ქალაქის  განვითარების ახალი ხედვა წარადგინა
მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ - დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქის განვითარების ახალი ხედვა წარადგინა
13:36 14.06.2019
მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დღეს ისევ განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მორატორიუმის რეჟიმი მაინც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს და მოსახლეობას. ადგილობრივები განვითარების შესაძლებლობას ითხოვენ, თუმცა, დოკუმენტის არარსებობის გამო, ეს შეუძლებელია.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგიას წარუდგინა. კონფერენცია „მცხეთა, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“ მცხეთაში გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანია „აქოლისმაც“ მიიღო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა წლის ბილიმდე უნდ დაასრულოს.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქალაქში არსებობს. მან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმ წინადადებებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში ასახვა სთხოვა, რომელიც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს.

„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არ დევს. არ შეიძლება ამდენი ხანი მორატრიუმის რეჟიმში ვაცხვროთ ქალაქი და გავაჩეროთ. იუნესკოსთან შევჯერდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა გვქონდეს სტრატეგია და გენერალური გეგმა. სწრაფად უნდა დავდოთ დოკუმენტი და შევამსუბქოთ მორატორიუმი. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ისტორიული შეცდომა იქნება. არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, წარსულს ვცეთ პატივი, თუმცა, უცილებლად უნდა შევქმნათ მომავალი“ - აღნიშნა დეპუტატმა და კონკრეტულ ხედვაზე ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძემ ტურისტული მარშრუტების განშლაზეც ისაუბრა და კონკრეტული ლოკაციებიც წარმოადგინა. კერძოდ, დეპუტატის შეფასებით, მცხეთაში 4 ძირითადი ტურისტული მიმართლების განვითარების შესაძლებლობა არსებობს:

1. სამხრეთის - ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი;

2. ჩრდილოეთის მიმართულება - ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური;

3. აღმოსავლეთის მიმართულება - პილიგრიმთა გზა: სვეტიცხოველი-სანათლავი - მცხეთის ჯვარი;

4. დასავლეთის მიმართულება - კოდმანი - შიო-მღვიმე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მცხეთის განვითარების ახალი ხედვის გათვალისწინების შემთხვევაში, შემდეგ სურათს მივიღებთ: „თავიდან იქნება აცილებული ,,ტურისტული გადახურება“; ვიზიტორთათვის გაიშლება სანახაობრივი არეალი; გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა შემოდინება; გაიზრდება ვიზიტორთა ადგილზე გაჩერების ხანგძლივობა; შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები; გაიზრდება ფინანსური რესურსების მოზიდვის მექანიზმები; მოსახლეობას პრაქტიკულად ყველა უბანში მიეცემა ბიზნესის კეთების საშუალება (სარგებელი გადანაწილდება თანაბრად); მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა არსებულ მორატორიუმთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და საჭირო აქტივობებიც დაასახელა:

• პროცესში უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა;

• ექსპერტებთან ერთად თემატურად უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება (პირველ რიგში მიწათსარგებლობის თემა- სეგმენტაცია);

• ტურისტული მარშრუტების განშლის გეგმა უნდა ფიგურირებდეს გენ-გეგმის კონცეპტურალურ ნაწილში და სამოქმედო გეგმებში;

• აქტიურად უნდა წარიმართოს განაშენიანების რეგულირების გეგმების ფორმირება, რათა დროულად მოხდეს მორატორიუმის დაძლევა;

• თითოეული შეთანხმებული ეტაპი უნდა გადაიგზავნოს იუნესკოსში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეფასებისათვის, რათა მოხდეს წარმოდგენილ ვადებში დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა-დამტკიცება.

და ბოლოს, როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, რომ ისტორიული შეცდომა არ დავუშვათ: „დავიცვათ კულტურული მემკვიდეობა, არ დავუშვათ ისტორიული შეცდომა; არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება; სწორედ დავგეგმოთ მცხეთის მომავალი; დრო დასაკარგი აღარ გვაქვს; სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა