logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კილაძე: ის მონაცემები, რაც იყო 2012 წლამდე და შემდეგ, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა და გაუმჯობესდა მდგომარეობა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით
კილაძე: ის მონაცემები, რაც იყო 2012 წლამდე და შემდეგ, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა და გაუმჯობესდა მდგომარეობა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით
13:25 14.06.2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა. 49-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისამებრ უნდა მიეწოდოს პირს, რომელიც ამ ინფორმაციას ითხოვს.

„ეს არის ე. წ. ათი დეკემბრის ანგარიში, რომელსაც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს პარლამენტის ისტორიაში არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ანგარიშის მოსმენა ხდება და, ვფიქრობ, ეს იქნება დასაბამი ძალიან კარგი პრაქტიკის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ ხდება საჯარო ინფორმაციის გაცემა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო დაწესებულებებში შევიდა 85 327 მოთხოვნა, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით - 102 განცხადება. განცხადებების 64% შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 1% გადამისამართდა სხვა უწყებაში, ხოლო 36% შემთხვევაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრდა 48 გადაწყვეტილება. დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით, დისციპლინური სასჯელი დაეკისრა 82 მოხელეს.

კომიტეტმა შეაჯამა და გააანალიზა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიერ დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რა შემთხვევებში ხდება უარის თქმა, რა არის უარის თქმის საფუძველი, რამდენად მოწესრიგებულია ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაცემა. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ძირითადად, უარის თქმის საფუძველი იყო პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. მისი თქმით, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს, ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვისა და მოწოდების შესახებ. სოფო კილაძის განცხადებით, ყველა საჯარო დაწესებულებებმა უფრო პროაქტიულად იმუშაონ.

კომიტეტმა მოისმინა და გაიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშები , რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა. „2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენი ამოცანა იყო ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების შემცირება, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარება. სტატისტიკა აჩვენებს,რომ იყო საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, 2011 წელს წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2018 წელს - მხოლოდ 99 საჩივარი.

„ეს სტატისტიკა მეტყველებს, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ასევე ადასტურებს, რომ უფრო გაიზარდა ადამიანების ნდობა ადგილობრივი ინსტიტუტების მიმართ, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენა“, - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ საერთოდ არ იყოს არცერთი საჩივარი საქართველოდან წასული ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. „იდეალური სიტუაცია არ გვაქვს, თუმცა ის მონაცემები, რაც იყო 2012 წლამდე და შემდეგ, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა