„ლეიბორისტული პარტია“ გლეხებს დახმარებას ჰპირდება და მოუწოდებს, რომ მიწების დაკანონების პროცესში პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში პარტიას შეატყობინონ.
„ლეიბორისტი“ პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მისმა პარტიამ ბევრი იბრძოლა ხელისუფლება ეიძულებინა წინასაარჩევნოდ გლეხებისთვის უფასოდ დაეკანონებინა კუთვნილი მიწები.
„თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ მათ მიწების დაკანონების სანაცვლოდ, ფულის ან ხმების გამოძალვა დაიწყონ, ამიტომაც, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მოვუწოდებთ გლეხებს მიმართონ პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდნენ“ - განაცხადა ჯიბლაძემ.
სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია 2 91 16 17.

















