პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ალასანია კანდიდატად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, მამის მამია ალასანიას სახლში წარადგინა.
ივანიშვილმა ალასანიას ბიოგრაფია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის აფხაზეთის ომში იბრძოდა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, კოალიციის მიერ „კარდაკარის“ პროგრამის განხორციელებისას გაირკვა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
კოალიციის ლიდერები დღეს სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობენ.

















