logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ წარმატებული არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ წარმატებული არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
00:02 12.06.2019
ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად, - ამის შესახებ საქათველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ლადო კახაძეს მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ კონკრეტულ გზავნილებს ჩვენი საზოგადოებიდან, თუ რა არის გასაკეთებელი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ ერთ დღეში ან ერთ თვეში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის გზით თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ქართულ ოჯახს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის რეფორმები, რომელიც კეთდება ჩვენს მიერ, ის პროექტები და ინიციატივები, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად დაძლევს ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საქართველო აუცილებლად დაძლევს სიღარიბეს. ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულები. ჩვენ თითოეულ არჩევნებში მივიღეთ გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს გზავნილები არის ძალიან კარგად გააზრებული, რომელმაც მათ შორის მინდა გითხრათ, რომ გამოიწვია ეკონომიკური პოლიტიკის დაკორექტირება, გამოიწვია ახალი პროექტების ინიცირება, გამოიწვევს ახალი პროექტების ინიცირებას, მათ შორის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,სადაც კიდევ უფრო ნათლად გახდება თითოეული მოქალაქისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს საქართველოში სიღარიბის შემცირებას და მის დაძლევას. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას და მიაღწევს მის მიერ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა