logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველოში 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ჩვენ ამას ვხედავთ
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველოში 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ჩვენ ამას ვხედავთ
23:25 11.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიღარიბის მაჩვენებელთან დაკავშირებით ტელეკომპანია "პირველის" ეთერში კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ტენდენცია, ამას მერე დემაგოგები იყენებენ იმის სათქმელად, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს თვალები დახუჭული და ვერ ვხედავთ სიღარიბეს. სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა. აქ მთავარია ტენდენცია ვნახოთ როგორია. ტენდენცია არის ნაჩვენები ერთი-სტატისტიკაში და შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2012 წელს ჩვენ დაგვხვდა მილიონ 150 ათასი ადამიანი. ანუ, 2012 წელს მაშინ სამი ტელევიზია მთელი თავისი ძალებით არწმუნებდა ხალხს, რომ ყველა იყო ბედნიერი და ყველა იყო კეთილდღეობაში, თუმცა 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა საქართველოში მილიონ 150 ათასი ადამიანი, რაც არის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ი . დღევანდელი მონაცემებით ეს მაჩვენებელი არის 750 ათასი ადამიანი. დაკორექტირდა მსოფლიო ბანკის მიერ ეს მაჩვენებელი.

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონიმიკა იზრდება და ეკონიმიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში 10 ათასი დოლარი, მესამეში 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე.

750 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ასაკზე. ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს მეც გიდასტურებთ, რომ 20%-ი დღეს საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის 750 ათასი ადამიანი და მათ შორის ეს აისახება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ბავშვებზეც. ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა განსხვავება არ არის, რომ დაგვიტოვა ჩვენ მემკვიდრეობით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გვესაუბრება დღეს სიღარიბეზე, დაგვიტოვა მემკვიდრეობით 2012 წელს მილიონ 150 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 750 ათას ადამიანზე.

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი. ამის გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა