logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შეიძლება, არჩევნებმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აზრი დაკარგა, მაგრამ ვერ დაკარგავს აზრს ქართული დემოკრატიისთვის
ირაკლი კობახიძე: შეიძლება, არჩევნებმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აზრი დაკარგა, მაგრამ ვერ დაკარგავს აზრს ქართული დემოკრატიისთვის
22:58 11.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა და საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში კომენტარს აკეთებს.

„არჩევნებმა, შეიძლება, დაკარგა აზრი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა, არჩევნები ვერ დაკარგავს, ვერავითარ შემთხვევაში, თავის აზრს ქართული დემოკრატიისთვის. ჩატარდება მომავალშიც დემოკრატიული არჩევნები. რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს, ჩვენ ვიკრიბებით ზუსტად ზეგ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ზუსტად აქცენტი გაკეთდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში.

არის ჯამში, დაახლოებით, 30-40 რეკომენდაცია, მათ შორის, ტექნიკურ საკითხებს ეხება, შინაარსობრივ საკითხებს, ჯერ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, თითოეულ საკითხზე გვექნება დეტალურად დისკუსია და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ხარვეზები არის ყველა არჩევნებში, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც არის ამომრჩევლის განწყობა, იმ განწყობისგან არ განსხვავდება, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგები. პარტიული რესურსით შეიძლება პლიუს-მინუს 2-3 % შეიძლება მოუმატო ან დააკლო შენს საარჩევნო შედეგს, მაგრამ ამის იქით არჩევნების შედეგი ვერ იცვლება.

იგივე, გახსოვთ, არჩევნების პირველ ტურში, რაც იყო საბოლოო ჯამში, განწყობა, ის განწყობა აისახა და დაფიქსირდა 39 % ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ - პირველ ტურზე მაქვს საუბარი. თუ განწყობა არის კონკრეტული, საზოგადოების მხრიდან, ამ განწყობას ვერანაირად ვერ გადააქცევ 40 პროცენტიდან 60 პროცენტად და ვერც 7 და 8 პროცენტს ვერ მოუმატებ, ეს არის რეალური სურათი, განსხვავებით, იგივე, წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, რომელიც, რეალურად, ათპროცენტიან და ოც პროცენტიან გაყალბებას ახორციელებდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა