logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
სოფიო ქაცარავა: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
12:38 11.06.2019
პარლამენტის წევრი, სოფიო ქაცარავა საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი.

"ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ და ურთიერთობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, საბედნიეროდ ეს უკვე სიახლე აღარ არის, თუმცა ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არც ის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა არის მუდმივად მზარდი", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ნამდვილად არ არის სიახლეები ამას ასევე ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა და ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გამოხატულა საქართველოსთან მიმართებაში.

"ჩვენ ამერიკასთან გვაქვს სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება. სწორედ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი ამოცანა და უნდა აუცილებლად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში რაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც კიდევ გრძელდება, არის უდავოდ ნაყოფიერი და წარმატებული და ამას ცხადყოფს ის გამოხმაურება, რაც ამერიკის ბიზნეს წრეებიდან ჩვენ დავინახეთ ამ ვიზიტის ფარგლებში. შეერთებული შტატების პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებში საქართველო პოზიციონირებს როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების რეგიონული ცენტრი. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გახდეს ტექნოლოგიების და ინოვაციების რეგიონული ცენტრი და საკვანძო ქვეყანა რეგიონში.

ამაში დაგვეთანხმა და მხარს გვიჭერენ სილიკონ ველის უმსხვილესი კომპანიები. განსაკუთრებით მახარებს, ამავე ჭრილში უნდა აღვნიშნო, ქართველი ახალგაზრდების და სტუდენტების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაში და ამან ჩვენ ნამდვილად უნდა მოგვცეს უფრო მეტი ბიძგი და თავდაჯერებულობა, რომ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. აქვე უნდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს უნივერსიტეტის უდიდესი წვლილი ამ მიმართულებით, სადაც ასობით ჩვენი სტუდენტი იღებს განათლებას და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ინოვაციები, ტექნოლოგიები და განათლების მაღალი ხარისხი არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პირობა. დღეს საქართველოში ოპერირებს 200-მდე ამერიკული კომპანია, თუმცა ის გამოხმაურება, რაც ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დიდი მხარდაჭერა ამ მიმართულებით გვიქმნის იმის მოლოდინს, რომ ამ კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალში. ბევრი დამეთანხმებით, ამერიკული კომპანიების მოზიდვა და ინვესტიციების მოზიდვა არ არის მარტივი საქმე, თუმცა ამ კუთხითაც საქართველო ამერიკისთვის ხდება ახალი პარტნიორი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი განაპირობა უდავოდ ჩვენმა სწორმა რეფორმებმა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და ასევე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებამ. მე მინდა წარმატება ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, რომელიც აგრძელებს თავის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი დონის და ასეთი მასშტაბის ვიზიტი ყოველთვის, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს როგორც სანდო და წარმატებულ პარტნიორს უდავოდ არის ქვეყნის წარმატება", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა