logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო მიმართულებებზე
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო მიმართულებებზე
12:47 10.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამომავლო მიმართულებბზე იმსჯელეს.

„ ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო მიმართლებებზე. ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერია ჩვენთვის, მოტივაცია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო, არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამოყენებული იქნება, რომ კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებში. თითოეული დეპუტატი ,მაჟორიტარი ,მთავრობის წევრი ერთად განვახორციელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან რეგიონებშიც და გადავჭრით ყველა იმ საკითხს,რაზეც შუალედური არჩევნებისას კიდევ ერთხელ იყო საუბარი .

როგორც იცით ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე,ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ ქართული ოცნება განახლებული პოლიტიკური გუნდით და პროგრამით წარსდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი რა თქმა უნდა თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში და ასევე უნდა გითხრათ რომ ჩვენ 2020 წლისთვის კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით. ჩვენი პოლიტიკური პროგრამის მომავალ პრიორიტეტებზე უკვე ნაწილი მინისტრმა და ჩვენმა გუნდმა განაცხადა. რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება განათლების რეფორმა. ის დანახარჯები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ რომ ჩავდოთ ამ მიმართულებით ეს არის ბიუჯეტის 25%. ასევე, უკვე გაცხადებულია და ესეც იქნება მომავალი პოლიტიკური პროგრამის ნაწილი , რომ რეგიონული საკითხების , რეგიონალური ინფრასტრუქტურის განახლება, მეტი ინვესტიცია რეგიონებში, რაც შეეხება დანარჩენ პრიორიტეტებს მე გარწმუნებთ , რომ ჩვენს მიერ პროგრამაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება აქცენტები გაკეთებული.
როგორც იცით ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რომელიც 2020-ვის მოგვცემს იმას , რომ ქართული ოცნება განახლებული პოლიტიკური და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინ. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკური პროცესში და ასევე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხდებით." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ ასეთი მაღალი ნდობა გამოგვიცხადა“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათ სხდომაზე შუალედური არჩევნების შედეგებიც შეაჯამეს.

„ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები ყველგან სადაც ჩატარდა. მე მინდა კიდევ ჩვენს თანაგუნდელებს, თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში მადლობა გადავუხადო. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნეთ ისევ ძალიან აქტიურ ტემპს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან, როგორც ეს წინა საარჩევნო პერიოდში იყო. ჩვენ წინასწარ ვთქვით რომ ოპოზიციის მიზანი უშუალოდ არჩევნების დასრულებამდეც უკვე იყო ამ არჩევნების დისკრედიტაცია იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ რომ მარცხდებოდნენ არჩევნებში და სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდნენ წინასწარ როგორმე თავი ემართლებინათ. უეჭველი მარცხის შემყურე იყვნენ რეალურად და ბოლოს გამოჩნდა ის რომ მათ რეალურად თავის ამომრჩევლებს ისიც კი არ უთხრეს  რატომ დამარცხდნენ. "





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა