logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვენაში „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა
ვენაში „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა
15:56 06.06.2019
ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეგიდით, „ეუთოს უსაფრთხოების დღეები“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზი. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებასა და უსაფრთხოებას, ასევე, კონფლიქტების პრევენციასა და უსაფრთხოებას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთკავშირზე.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების შესახებ მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განხორცილების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კატასტროფებსა და მათი რისკის შემცირების ღონისძიებებზე, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებისა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩოს განხორციელების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკასა და მიღწეულ პროგრესზე.

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა მდგრადი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეუთოს გარემო და უსაფრთხოების ინიციატივასა (EnvSec Initiative) და საქართველოს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა