logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გუგული მაღრაძემ უკრაინის დელეგაციას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო
გუგული მაღრაძემ უკრაინის დელეგაციას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო
15:03 06.06.2019
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

გუგული მაღრაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ისტორია და შემადგენლობა, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანები, არასამთვარობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები, კანონმდებლობის გენდერულ ანალიზის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციები და მათი განხორციელებისთვის გათვალისწინებული მექანიზმები.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, გენდერული თანასწორობის საბჭოს პრიორიტეტია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები. გუგული მაღრაძემ დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით შექმნილი თემaტური მოკვლევის ჯგუფების საქმიანობა.

„საქართველოსაც და უკრაინასაც ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი გამოცდილება უკრაინას დაეხმარება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრაში ჩვენ მოხარულები ვიქნებით,“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა უკრაინელი სტუმრების შეკითხვებს უპასუხა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში გოგონათა ჩართულობა.

შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) ორგანიზებით ჩატარდა.














FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა