logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს კონკურსში - ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც
არჩილ თალაკვაძე: თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს კონკურსში - ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც
13:11 06.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეუძლებელს და კონსპირაციულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მთავარ პროკურორს ჰქონდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში.

„ვფიქრობ, ყველა იურისტმა იცის საქართველოში, ევროპაში და ამერიკაშიც, რომ უზენაეს სასამართლოში კარიერა და უზენაესი სასამართლოს წევრობა ეს არის იურისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიცია და მიღწევა. შესაბამისად, თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს ამ კონკურსში - ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც. მე ამაში ვერაფერს ვხედავ შეუძლებელს და კონსპირაციულს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტვ პირველის გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

მისი თქმით, ეს მაჩვენებელია იმ სხვაობისა, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს.

„ეს პირიქით მიუთითებს, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც წარსულში, წინა ხელისუფლების პირობებში, ხშირ შემთხვევაში იყო მონსტრი და მას არასდროს თავის ძალაუფლება არ ეთმობოდა, დღეს არის ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ჯანსაღად, სხვა 143 მოქალაქესთან ერთად, სურს გაიაროს კონკურსის პროცესი. მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს უკვე განსხვავებას, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნესთან დაკავშირებით ქვეყანას რეგულაციები წლების განმავლობაში არ ჰქონდა.

„თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. სხვათა შორის საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობს, ქვეყანას არ ჰქონია რეგულაცია ქვეყანას, არც შერჩევის პროცესი, დამტკიცების და კანდიდატურების განხილვის პროცესი არსად კანონში არ იყო დარეგულირებული. ჩვეულებრივად პრეზიდენტი წარადგენდა კანდიდატურებს და პარლამენტი ამტკიცებდა კანდიდატურებს.

უკვე მეორე შემთხვევაა რაც ამ ეთერში ვამბობთ რომ ძალისხმევა რაღაცას დასჭირდაო შედეგის მიღწევასო. ე.ი ძალისხმევა ამ ქვეყანაში მუშაობს ხო? ძაან კარგი ესაა შედეგი, ქვეყანა წინ არის წასული ე.ი ძალისხმევებს აქვს შედეგი.თქვენ თუ თვლით რომ რაღაცაში მართალი ხართ, თუ თვლით რომ კანონია მისაღები,თუ თვლით რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა უნდა მოახდინოთ, ეს ძალისხმევები თუ მუშაობს, ე.ი დღეს ქვეყანა არის უკეთესი.სრულყოფილი არ არის ეს სახელმწიფო, ისევე როგორც არცერთი” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, 2012 წელი იყო იმის შედეგი რომ ბიძინა ივანიშვილმა როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა მოახერხა პროცესების ჩამოყალიბება და პარტიის შექმნა და ბრძოლის წარმართვა იმგვარად რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო ამისთვის მომზადებულები იყვნენ, უსისხლოდ ყოველგვარი რევოლუციის და დაპირისპირების გარეშე გაუშვა სახლში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა