logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ს კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO) შეხვედრა გამართა
პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ს კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO) შეხვედრა გამართა
12:26 06.06.2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის , თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ვიზიტის განაგრძობს.

დელეგაციის წევრები კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (GAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა GAO-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის დირექტორის, ჯიმ მიშელისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორული ოფისის მანდატისა და მუშაობის შესახებ. GAO არის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ახორციელებს და აწარმოებს ყველა ფედერალური მთავრობის პროგრამების ფინანსურ აუდიტს და ანგარიშვალდებულია კონგრესთან.

ქართველი პარლამენტარები დაინტერესდნენ სააგენტოს ოპერაციული პროცედურებით, თუ როგორ ხდება საკანონმდებლო განყოფილებასთან ურთიერთობა და მიიღეს ინფორმაცია GAO-ს წლიური მუშაობის მასშტაბების შესახებ.

დელეგატების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი აუდიტის ნაწილში სააგენტოს მუშაობამ გამოიწვია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენლებს საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობების საკითხებზე საუბრა.

პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა