2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
მარნეულში აზერ სულეიმანოვი იქნება, გარდაბანში - გიორგი ფეიქრიშვილი, ხოლო წალკაში მმართველი პარტიის სახელით კენჭს რევაზ შავლოხაშვილი იყრის.
ქვემო ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კოდაში, მექანიზაციის ახლადაშენებული ცენტრის დათვალიერებისას წარადგინა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ქვემო ქართლი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებით გამოირჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილმა კანდიდატებმა ყურადღება თითოეული გლეხის პრობლემას დაუთმონ.
აზერ სულეიმანოვი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, გიორგი ფეიქრიშვილს გარდაბნის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, ხოლო რევაზ შავლოხაშვილი წალკის გამგებელი.

















