ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ "რუსთავი 2"-ზე გასულ
სიუჟეტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ესკორტით მივიდა";
"ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მიწვეული იყვნენ შეხვედრაზე", თუმცა ბახტაძე მაინც საიდუმლოდ მივიდა;
"რუსთავი 2-მა" პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი შემთხვევით აღმოაჩინა";
"ბახტაძემ ზელენსკისთან შეხვედრა ძლივს მოახერხა", ოღონდ ერთად ისხდნენ მაგიდაზე, თან ორივე ევროკავშირის მიწვევით;
"ლიდერებს შორის შეხვედრა ვერ შედგა", თუმცა ნომრები კი გაცვალეს;
"რა სასაცილოები ხართ Rustavi 2 „ - წერს ანდრია გვიდიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

















