logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა
ზაზა გაბუნია: გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა
14:49 05.06.2019
"გაეროს რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე,თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა" - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

„გაეროს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და დიპლომატიურ ხრიკებზე, ამ კონკრეტულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე.

აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს რეზოლუციაზე სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აღნიშნული რეზოლუციის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოსთან ერთად, რეზოლუციის ინიციატორი გაერო-ს 40-ზე მეტი წევრი ქვეყანაა, რაც დოკუმენტს მათ კუთვნილებადაც აქცევს და ეს საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.

რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებზე და რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, საქართველოს რადარებიდან თითქოს
გაქრობის თაობაზე.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ასევე, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.“ - წერს ზაზა გაბუნია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე .
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა