logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ცაგარეიშვილი: მთაწმინდელი ამომრჩეველი უგულავა-ბოკერიას ტორტის გაჭრის და შამპანურის მიჭახუნების საშუალებას არ მისცემს
გია ცაგარეიშვილი: მთაწმინდელი ამომრჩეველი უგულავა-ბოკერიას ტორტის გაჭრის და შამპანურის მიჭახუნების საშუალებას არ მისცემს
14:32 05.06.2019
პოლიტიკოსები ერთგვარად დაკომპლექსებულები არიან, მათ შორის მმართველი ძალიდან. სულ გვიკიჟინებენ, წინა მოწვევის პარლამენტშიც ასე იყო, რომ თქვენ ნუ გაიხსენებთ წარსულს, ,დამთავრდა, მოდით სუფთა ფურცლით დავიწყოთ ,მაგრამ ამ ადამიანებთან სუფთა ფურცლით დაწყება არავის გამოსვლია და არ გამოუვა არც ბატონ შალვა შავგულიძეს, ეს წარმოუდგენელია,- ეს განცხადება გია ცაგარეიშვილმა თოქშოუ ,,პირისპირ“-ის ეთერში გააკეთა

მისი თქმით ხორავას ტრაგედიის შემდეგაც მათი ,,თავგანწირვაც“ და ,,გულშემატკივრობაც“ სარალიძის საქმეში სიყალბე იყო და როგორც კუზიანს გაასწორებს სამარე, ისეა ამ ადამიანების საქმე.

,,მინდა გითხრათ, ამ საშინელ ტრაგედიას თავიდანვე წითელ ზოლად გასდევდა , თავიდანვე თვალშისაცემი იყო , რომ დაიწყო მყისიერად ამ ტრაგედიის პოლიტიზირება, ჩაირთო ყველა მანქანა იმისთვის, რომ როგორმე ეს ყველაფერი პოლიტიკურად შეფუთულიყო, გადაქცეულიყო ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარ დღის წესრიგად და შემდეგ თავს მოეხვიათ ხელისუფლებისთვის . მე არცერთი მათი სიტყვის არ მჯერა ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნური, მე ეს ბევრჯერ მინახავს, ბევრჯერ გამივლია ამ ადამიანების ხელში, ჩემს თავზე გამომიცდია უამრავჯერ ძალიან დიდი იმედგაცრუება და ვიცი ეს ადამიანები ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ. ერთადერთი მდგენელი თავიდანვე იყო ის, რომ როგორმე ამაში დაედანაშაულებინათ რა თქმა უნდა ხელისუფლება, შედარებები გაეკეთებინათ გირგვლიანის ამ საზარელ მკვლელობასთან და აქ ხომ არ იყო ერთი გირგვლიანი? აქ იყო რობაქიძე, აქ იყო ვაზაგაშვილი, აქ იყო უამრავი ნატანჯი, ნაწამები პატიმარი ციხეში. აქ იყო დარბეული მიტინგები, გაყალბებული არჩევნები, ათასი უბედურება. ამ ადამიანებს ახლა უნდათ სხვების ხელით ჩამოიბანონ, ჩამოირეცხონ ეს ყველაფერი, გათეთრდნენ მაგრამ ყორანი ვერ გათეთრდება, ეს გამორიცხულია“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა

მან ყურადღება მედიის ზოგიერთ წარმომადგენელზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს მთელი დღის წესრიგი აწყობილი ჰქონდათ იმაზე, რომ მათთვის ,,ხელსაყრელი“ განაჩენი გამოცხადდებოდა და ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში მოუწევდა ყოფნა.

,,მე ვაკვირდებოდი მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს, იმედგაცრუებულ გამონათქვამებს, ერთგვარ სასოწარკვეთას, დაბნეულობას. ამ ადამიანებს დღის წესრიგი აწყობილი ამ ადამიანებს ჰქონდათ იმაზე, რომ ახლა გამოცხადდება მათთვის „ხელსაყრელი“ განაჩენი და რა თქმა უნდა ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში მოუწევს ყოფნა. ხელისუფლებას თავის სამართლებელი ამ პროცესში არაფერი არ ჰქონდა. ის შედარებები, გაუგებარი და გაუგონარი, დაკავშირება გირგვლიანის პროცესებთან, სხვა ტრაგედიებთან იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი. მე, ძალიან კარგად მახსოვს გირგვლიანი პროცესი თავიდან ბოლომდე როგორ ვითარდებოდა. მაშინ გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი. მე მახსოვს ორი მოწვევის პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნები“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა