logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს დევნილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს დევნილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას
13:49 05.06.2019
აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და აშშ მუდმივად მუშაობს გაეროსთან საკითხის მხარდაჭერისთვის.

„აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს ამ რეზოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ყველა ქვეყნის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება. ჩვენ ვუერთდებით ამ რეზოლუციის მხარდამჭერებს და ვურჩევთ მხარეებს იმუშაონ ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის.

ჩვენ განსაკუთრებულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოწოდებებს, რომ გადადგმული იყოს დაუყოვნებლივი ნაბიჯები ადამიანის უფლებების და ღირსების უზრუნველყოფისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გასაზრდელად და უსაფრთხოების ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, რომ დაბრუნდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც სახლი პოლიტიკური არეულობის გამო დატოვეს.

რეზოლუციის პირველი პარაგრაფი აღიარებს, რომ თვითნებურად არავის უნდა ჩამოართვა უფლება შევიდეს საკუთარ ქვეყანაში. ყველა ადამიანი უფლებამოსილი უნდა იყოს სახელმწიფოში და ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და თავისუფლება აირჩიოს საცხოვრებელი საკუთარ ტერიტორიაზე. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. აშშ მუდმივად უჭერს მხარს იძულებით გადაადგილებული პირების ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გაერო-სთან და სხვა პარტნიორებთან, რომ გამონახოს გზა მხარდაჭერისთვის და ძალისხმევისთვის. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც სუამის ზონაში კონფლიქტებს მიეძღვნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა