შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ
დღეს კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მან თავადაც ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ კოალიციის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოჩნდა.
„არ ვიცი რატომ იყო ის რომელიღაც შეხვედრაზე. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იყოს ამა თუ იმ შეხვედრაზე, არავინ არავის არაფერს უშლის და ყველას აქვს უფლება ვინმეს მხარი დაუჭიროს“ - განაცხადა საგანელიძემ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრისას გუშინ განაცხადა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე „ჩვეულებრივი კორუმპირებული ქურდბაცაცაა და როგორც კი მისნაირები წაეპოტინებიან ხელისუფლებას, ეს ავტომატურად კორუფციის დაბრუნებას ნიშნავს“.

















