logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა დავითულიანი: ევროპული საქართველო ცდილობს მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია
ბექა დავითულიანი: ევროპული საქართველო ცდილობს მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია
16:46 04.06.2019
„ევროპული საქართველო“ ცდილობს მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოქროყანაში პირველი ტურის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მეორე ტურში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს ველოდებით და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს წინმსწრებით მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც მათთვის არ იქნება სახარბიელო.

„აქედან გამომდინარე, ყველასთვის გასაგებია, რომ დღესაც ისეთივე გაუგებარ დარღვევებზე საუბრობენ, როგორზეც მაგალითად ზუგდიდში საუბრობდნენ. ათასობით სიუჟეტი ვნახეთ და მხოლოდ თუ არ ვცდები 22 ოქმი დაიწერა, ისიც მხოლოდ ტექნიკურ დარღვევაზე. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოების განცხადებას, კრიმინალური სამყაროს ჩართვაზე და დაშინებაზე, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ საუბრობს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს , ქუჩები როგორ ივსებოდა ყოველი არჩევნების წინ ახლად გათავისუფლებული ადამიანებით და მერე ისევ იცლებოდა რადგან ხელახლა აკავებდნენ. გიგა ბოკერიამ განაცხადა ბრიფინგზე, თუ არ ვცდები გვარი ციხელაშვილი დაასახელა, რომ მესამე არჩევნებია , ხმების მოპოვების სანაცვლოდ ხელისუფლება ამ ადამიანს გათავისუფლებას ჰპირდება ოქროყანელებსო. თუ მესამე არჩევნებია ჰპირდება, ესე იგი არ გაუთავისუფლებია , მისივე ლოგიკით ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებს. თუ მაინც და მაინც კრიმინალს ეძებენ, ლევან თოფურიძე არ არის კრიმინალი, სოსო თოფურიძე მოიკითხონ საკუთარ რიგებში. მათი მიზანია არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია, მათ შორის ოქროყანაში, რომელიც ერთ-ერთი დიდი უბანია“, -განაცხადა დავითულიანმა .

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა