logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ნიდერლანდებში ღონისძიება - „Georgia meets Heerlen” გაიმართა
საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ნიდერლანდებში ღონისძიება - „Georgia meets Heerlen” გაიმართა
16:05 04.06.2019
საქართველოს საელჩოსა და ქ. ჰეერლეს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე კომპანია „Heerwegen”-ისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის „Communications-Unlimited”-ის ინიციატივით, ღონისძიება - ლიმბურგის რეგიონში „Georgia meets Heerlen” გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ნიდერლანდების ქ. ჰეერლეში საქართველოს პოპულარიზაციას.

ქ. ჰეერლეში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ჰეერლეს მერს ემილ როერმერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, ქ. ჰეერლეს „შუშის სასახლეში“ ადგილობრივი მეწარმეებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ქვეყნის უძველესი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის, საქართველოს, როგორც სტაბილური და განვითარებული ეკონომიკური ჰაბის შესახებ ისაუბრა. გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე.

“ბოლო წლების განმავლობაში ნიდერლანდების სამეფო საქართველოში უმსხვილეს ინვესტორებს შორის არის. მიუხედავად ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესისა, ჯერ კიდევ არის ბევრი სფერო, რომლის ფარგლებშიც საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ჰოლანდიური კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ბიზნესის კეთებითა და ინვესტიციების განხორციელებით“ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქ. ჰეერლეს მერი ემილ როერმერი და სამხრეთ ლიმბურგის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანია ნიევიერა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა კომპანია „Heerwegen”-ის დამფუძნებელმა ალოის ბრუხემანმა. “ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ საქართველოსგან, როგორ შეიძლება ტრადიციების შენარჩუნებითა და სწორად გამოყენებით ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მასპინძლობა. ასევე მიხარია, რომ საქართველოს საელჩომ დაინახა ჩვენი რეგიონის პოტენციალი და მეწარმეებს ლიმბურგის რეგიონიდან ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობა მისცა“-აღნიშნა ალოის ბრუხემანმა.

აღსანიშნავია, რომ ალოის ბრუხემანი საქართველოს შესახებ ჰეერლენში პრეზენტაციის გამართვის ინიციატორია. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მე-6 მემილიონე ტურისტის შესახებ გააცნო ინფორმაცია და პრეზენტაციის ბოლოს ჯესპერ ბლექის მიმართვაც აჩვენა, სადაც მან საქართველოში გატარებულ დაუვიწყარ დღეებზე და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

ღონისძიების შემდეგ, საქართველოს საელჩოს სახელით გამართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინის ნაირსახეობა.

ღონისძიებას მეწარმეები, სავაჭრო სამრეწველო პალატების და ბიზნეს გაერთიანების 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც საქართველოში მოგზაურობისა და ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გამოთქვეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა