დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭანგ ხანჰუეი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერების ასლების გამოფენა.
ასევე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ჩინეთში მოღვაწე კომპანიები, კერძოდ, “დუგლაძეები“, “სათავადო“ და “მილადა“-ს ბრენდი ვენახი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მედიის, ბიზნეს წრეების, კვლევითი ცენტრების, ასევე პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

















