logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის დელეგაცია ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით ვაშინგტონს ეწვევა
პარლამენტის დელეგაცია ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით ვაშინგტონს ეწვევა
10:27 03.06.2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 3 -7 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა.

ვიზიტის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის ფედერალურ დონეზე შესწავლა. დელეგაციის წევრები ამერიკელი კოლეგების საქმიანობას გაეცნობიან და შეხვედრებს გამართავენ შემდეგ საკითხებზე: აშშ-ს მთავრობასა და კონგრესს შორის ურთიერთობების დინამიკა - როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა ფედერალურ და შტატების დონეზე; აშშ-ს კონგრესში კომიტეტების საქმიანობა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში; საკომიტეტო მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და ფინანსებზე ზედამხედველობა; მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სასამართლოზე ზედამხედველობა; კონგრესის კვლევითი ცენტრის (CRS) საქმიანობის შესწავლა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან კონგრესმენებს: ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს დევიდ ფრაის, ასევე, სტივ ვომაკს, ბარბარა ლისს, დინა ტიტუს და დაიან დიჯეტს.

დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: ინოვაციური პარლამენტი - გარე ექსპერტების როლი. ვიზიტის ფარგლებში, ქართული საპარლამენტო დელეგაცია გამართავს არაფორმალურ შეხვედრას საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობასთან.

ქართველი პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა შეხვედრებს გამართავენ: უზენაეს სასამართლოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესის და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO), კონგრესის საბიუჯეტო ოფისში (CBO) და ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA). დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდებიან: პრესის წარმომადგენლებს, სადაც საუბარი იქნება პრესის როლზე კონგრესის ზედამხედველობით ფუნქციაში.

ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია თემატური სესიების გამართვა, მათ შორის, კონგრესის კვლევითი სამსახურის შემადგენლობაზე და ოპერაციებზე. დელეგატები მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს კვლევითი სამსახურის საქმიანობას კონგრესი და როგორ იღებს კვლევითი სამსახური გადაწყვეტილებებს.



დაგეგემილია შეხვედრები წარმომადგენლობითი პალატის გენერალურ მდივანთან და OPEN WORLD LEADERSHIP CENTER-ის პროგრამის მენეჯერთან.



დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა