logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა რაჭაში ახლადგახსნილი საწარმოები დაათვალიერა
პრემიერმა რაჭაში ახლადგახსნილი საწარმოები დაათვალიერა
10:14 02.06.2019
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭას ეწვია. პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში ამბროლაურში წყლის ჩამოსასხმელი და ლორის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა.

2018 წელს ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში საწარმო „რაჭული ლორი“ აშენდა, რომელმაც ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანა.

ინვესტიციის ჯამური მოცულობა 350 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, სახელმწიფო გრანტი - 40%, შეღავათიანი აგროკრედიტი - 50%, ხოლო კერძო ინვესტიცია - 10%. საწარმოში გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციის სივრცეები (სასაკლაო, მაცივრები, საშრობი, შესაბოლი კამერები, ლაბორატორია). პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ მისი ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი. საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი.

მტკნარი წყლის კომპანია ,,იწის წყალი“ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა და წარმოება 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო. საწარმოს ასაშენებლად 7500 მ2 მიწის ფართობი კომპანიას საჩუქრად გადაეცა (სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). ინვესტიციის საერთო მოცულობა 850 000 დოლარს შეადგენს. საწარმო ფლობს ISO სერთიფიკატს. დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

პრემიერთან ერთად საწარმოებში არსებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა