საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
ხელმძღვანელობს, ვილნიუსში, ბალტიისასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მიმართა სიტყვით.
სიტყვით გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული დემოკრატიულ რეფორმების, ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებების, ასევე, საქართველოს სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„პარტნიორების მხრიდან საქართველო აღიარებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა დემოკრატიის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებების საკითხებში.ჩვენი მიღწევების აღიარების ფონზე, ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ დადგა დრო, ეს პროცესი კიდევ უფრო წინწავწიოთ”-განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დამსწრეებს მიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი მოსიძემ.
გიორგი მოსიძემ განათლების, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებასა დაკულტურის სფეროში, საქართველოს მეტად წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ყოველთვის მოიაზრებდა თავს ევროპული სივრცის, განსაკუთრებით, ევროპის კულტურული სივრცის წევრად. ქართულმა კულტურამ და ხელოვნებამ უნიკალური მახასიათებლები შესძინა ევროპული კულტურის მრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“ ,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წევრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზა გამოიარა და ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი მოტივაცია და მიზანი ევროპულ საზოგადოებასთან კავშირის აღდგენა იყო.
„საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ევროპულ ერთა ოჯახში დაბრუნება კონსტიტუციურ ვალდებულებად განისაზღვრა. გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ კონსტიტუციის დონეზე ევროპული მისწრაფების დაფიქსირება ადასტურებს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მოდერნიზებისთვის, ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის და რომ ვემზადებით იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირი მზად იქნება ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავლის შესახებ მსჯელობისთვის“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ ევროკავშირს მეტი ეკონომიკური ჩართულობისკენ მოუწოდა და ძალისხმევისა და მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ჩართულობა ევროკავშირიდან და ეს მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის არისსაჭირო, რადან ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ამბიციურ დოკუმენტს და მოითხოვს ამბიციურ რეფორმებს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით. ეს არის კონკრეტული საკითხი, რაშიც თქვენგან მხარდაჭერასა და ლობიზმს ვითხოვთ.კონსოლიდირებულ მხარდაჭერას მომავალი დეკადისთვის“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთისფედერაციასთან ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაკისრებული სანქციებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ასახვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი კანდელაკმა მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ინიციატივას, რომლის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 2008 წელს, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების შეფასება და მისი შესრულების მოთხოვნის სანქციებში შეტანა.

















