logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს წვდომას უმაღლესი სტანდარტის განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე
მამუკა ბახტაძე: "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს წვდომას უმაღლესი სტანდარტის განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე
17:08 31.05.2019
პრემიერ-მინისტრმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოყო.

"რეგიონებში სასწრაფო დახმარების ფუნქციის ზრდაზე არაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკულ პროფესიებზე, მასწავლებლებზე, პოლიციელებზე, სამხედროებზე, დიახ, ბიუჯეტი გაიზრდება. გაუმჯობესდება მათი სოციალური პირობები. ეს არის კრიტიკული პროფესიები, რომლის მხრებზეც დგას ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტულად როგორ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანებისთვის ეს პირობები, რა გავაკეთოთ უკეთესად, რა რეფორმები გვაქვს გასატარებელი, მიდიხართ იმ ციფრებამდე, რომელიც წარმოდგენილია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ხარჯები ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნისათვის ყველაზე მტკივნეული თემაა სიღარიბე.

"ბოლოს, რა თქმა უნდა, მე მინდა ყველაზე მტკივნეულს შევეხო და ეს არის სიღარიბე. ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც მე ვისურვებდი, რომ ყველაზე მწვავე კითხვები ისმოდეს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო მტერი. ის უნდა იქნას დაძლეული. ამის მაგივრად ვისმენთ იმას, რაც მოვისმინეთ 20 წუთის უკან. უყურეთ, რა ჩავიბარეთ თქვენგან. რა სიღარიბის ნიშნული. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამაზე არის სასაუბრო, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს. ამაზე კონკრეტული პროექტებიც არის წარმოდგენილი. მე შემაჯამებელ სიტყვაში ვისაუბრებ ამაზე. მაგრამ, რაც მსურს გითხრათ ამ გამოსვლის დროს, არის შემდეგი. თქვენ რომ მოემზადოთ, მე ჩვენს ოპონენტებს მივმართავ, მინდა გითხრათ შემდეგი. ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს.

პირველი, წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე. მეორე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ. მესამე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში. შემდეგ იქნება თქვენგან იგივე სიტყვები ნათქვამი, რაც თქვით გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ ყველაფერი კეთდება , მათ შორის ვალების ჩამოწერაც მხოლოდ არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ მოამზადოთ წინადადებები, როგორ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას ამისთვის. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამ ფუნდამენტურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და ის, რომ თითოეულ ქართველ ღარიბ ოჯახს, რომელსაც რეალურად ჭირდება დახმარება და მე არ მიყვარს ამ ციფრებით სპეკულირება, ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი ოკუპაციასთან ერთად ჩვენთვის. არასდროს არ იქნება საკვების პრობლემა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა