logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს
მამუკა ბახტაძე: მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს
17:04 31.05.2019
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, დადგნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღმა და მხარი დაუჭირონ ეროვნულ იდეას.

„ორი დღის წინ ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვან კანონმდებლობას ეყარა კენჭი. ეროვნულ იდეას - განათლებას. მე მსურს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გითხრათ, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც მქონდა იმედი, რომ შეძლებდით და გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოდან. ეს ეხება ყველას, როგორც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, ასევე პარლამენტს გარეთ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას, განათლებას და საქართველოს მომავალს. მე მინდა ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ, მათმა მშობლებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას განათლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბატონო რომან, თქვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი იყავით ერთადერთი, რომელიც წახვედით წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ მეორე შანსი, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროთ საქართველოს მომავალს. იმ მომავალს, რომელიც საშუალებას მოგვცემ დავძლიოთ ყველაფერი ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ყველას მოვუწოდებ, დადგეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჩარჩოების მიღმა. დადგეს იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მხარი დავუჭიროთ ეროვნულ იდეას, განათლებას, საქართველოს მომავალს და ერთიან წელში გამართულ საქართველოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა