logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზოიძე საპენსიო რეფორმის ოპონენტებს: თქვენი დანაშაულია  ჩვენი დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ
ზოიძე საპენსიო რეფორმის ოპონენტებს: თქვენი დანაშაულია ჩვენი დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ
16:08 31.05.2019
„ეს თქვენი დანაშაულია ჩვენი დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ. ეს არის შედეგი და მოეშვით ამ თემაზე პოლიტიკურ დემაგოგიას“ ასე პასუხობს ოპონენტებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ აქვს.

„საპენსიო რეფორმას რომ ალტერნატივა არ აქვს კარგად ვიცით, მილიონჯერ გაქვთ მოსმენილი პასუხები იმ კითხვებზე, რაც პრემიერს დავუსვით, კომიტეტებზე დებატების დროს, მაგრამ პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ადამიანებს უნერგავს იმ გრძნობას, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.

„ეს არის მომავლის რეფორმა, ეს არის რეფორმა იმ ხალხისთვის, ვისაც სჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფო ეკონომიურად იქმნება, რომ იქმნება საქართველოს სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, აი ამ ხალხისთვის არის ეს რეფორმა და ჩვენი შვილებისთვის და აუცილებლად იქნება და 20 წლის მერე ამას ისტორია დააფასებს. ამ მომავლის რეფორმასთან ერთად, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, იმისათვის რომ დღევანდელი პენსიონერების ყოფა გაუმჯობესდეს, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად პირველ რიგში, მოემატებათ პენსია, ისე, რომ პოლიტიკოსების ცრუ დაპირებების შემყურე არ იყვნენ და იცოდნენ მომავლში რამდენით მოიმატეს მათი პენსია და მეორე - ჩვენ შევუმცირებთ მათ იმ დანახარჯებს რომელიც წამლებზე აქვთ მათ შორის და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი რეფორმა, იმიტომ რომ პენსიების დიდ ნაწილი სწორედ წამლების დანახარჯში მიდის. ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენს დღევანდელ პენსიონერებს“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე.

როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, ეს არის საშვილიშვილო და უმნიშვნელოვანესი რეფორმა .

„ეს მართლაც საშვილიშვილო რეფორმაა, ამიტომ ეხება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მათ მომავალს, მათ ღირსეულ სიბერეს და იმას, რომ მათ არ მოუხდეთ ყოველდღიური არსებობისათვის ბრძოლა, როგორც სამწუხაროდ ეს დღევანდელ პენსიონრებს უხდებათ. დღევანდელი პენსია, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის შემცირებაში, მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის რომ თუნდაც ელემენტარული, ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ და რეალურად, 500 600 ლარი მაინც უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს როლი შეასრულოს - რომ ადამიანს სიბერეში ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების ხარისხი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნამდვილად ასე იქნებოდა დღეს, რომ 20 წლის წინ თქვენ სოციალური დაზღვევის რეფორმის დროს წყვეტა არ მომხდარიყო, გაგრძელებულიყო და გამყარებულიყო მთელი ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა