logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება - იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს
პრემიერ-მინისტრი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება - იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს
13:42 31.05.2019
"ორგანოები მუშაობენ და არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება მოხდება - იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს" , - ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი “ევროპული საქართველოს“ საინტერპელაციო კითხვაზე, რატომ არ მოხდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და რატომ არ არის სიაში დღემდე შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი ოფიცერი და საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი.

როგორც პასუხად ბახტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეზოლუციით, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ იმ ადამიანების შეყვანა უნდა მოხდეს, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია. მისივე თქმით, “იმისათვის, რომ პირი იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული, სტანდარტი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რათა სია იყოს არა გულის მოსაფხანად, რაც საქმეს არ მოიტანს, არამედ რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციისთვის“.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციით, რომელზეც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მთავრობას დაევალა იმ არაადამიანების სია შეედგინა, რომლებმაც ქართველი მოქალაქეების წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი მთავარი მიზანია “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ძალიან დიდი წონა ჰქონდეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, დაგვეხმარნონ, რათა სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა მოხდეს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გამოსვლას ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ეს საკითხი არ წამომეწიოს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს არის დიდი გამარჯვება და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს მეგობრებს.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ ეს სანქციები უკვე დააწესა. მსგავსი რეზოლუცია ირლანდიის და კანადის პარლამენტებმა მიიღო. ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში სიის იმპლემენტაცია.

დიახ, გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ყველა სიტყვაზე - მქონდა კონსულტაციები შესაბამისს ორგანოებთან და არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ბრალდების უმაღლესი სტანდარტი, რომ ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ ბერკეტი იმისთვის, რომ სიის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციაში დაგვეხმარნონ. ამას აცილებლად მივაღწევთ" , - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა