logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება-გამოფენა გაიმართა
ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება-გამოფენა გაიმართა
12:10 31.05.2019
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და გამოფენა გამართა. ღონისძიება ქ. ლონდონში, „Institute of Directors-ში ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნატალია სარდლიშვილმა შეასრულა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა. ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და აქტივისტი, "Silk Road Adventure" გადაცემის ავტორი და ბრიტანელი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალის „BAFTA“-ს წამყვანი, ჯოანა ლამლი.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნისთვის. თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოსთვის პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს მნიშვნელობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამდროვე ქართულ სახელმწიფოს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. ასევე, ისაუბრა ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

თავის სიტყვაში დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა ბრიტანეთის სახელით ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პარლამენტარიზმის 100 წლისთავი. მან ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.

ღონისძიებაზე ბრიტანელმა ცნობილმა მსახიობმა ჯოანა ლამლიმ ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობასა და მის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე, ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ტრადიციებზე, რომელსაც თავის საავტორო გადაცემაში - "Silk Road Adventure" ცალკე ეპიზოდი მიუძღვნა.

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული დიასპორის წარმომადგენლის, მერი ჭიჭიაშვილის ხელნაკეთი მინიატურული ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, აკადემიური წრეების, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრები, მათ შორის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოღლი, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის დელეგაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა