logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აფრიკის კავშირთან და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან შეხვედრა გამართა
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აფრიკის კავშირთან და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან შეხვედრა გამართა
12:53 30.05.2019
ადის-აბებაში, საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით გამართა შეხვედრა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კვეზი კვარტესთან (Kwesi Quartey).

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აფრიკის კავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და ასევე, აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობათა გააქტიურების პერსპექტივები. ქართულმა მხარემ დაუდასტურა კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს ხელისუფლების მზაობა ითანამშრომლოს აფრიკულ სახელმწიფოებთან საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების გაზიარების პროცესში.

ქართულმა მხარემ მიაწოდა კვეზიკ კვარტეს განახლებული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ.

ასევე კონფლისტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტუკაზე. შეხევდრაზე ასევე განხილული იყო აფრიკის კავშირის და აფრიკული ქვეყნების მხრიდან „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ეთიოპიის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან, ალელუია ლულიესთან (Mallelujah Lulie). აღნიშნული ინსტიტუტი, რომელიც უშუალოდ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, ამზადებს რეკომენდაციებს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს და საქართველოს ანალოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები; ასევე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმის გათვალისწინებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა