logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: მე ვხედავ საკმარისზე მეტ რესურს როგორც ჩვენს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში,რომ საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე
ირაკლი სესიაშვილი: მე ვხედავ საკმარისზე მეტ რესურს როგორც ჩვენს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში,რომ საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე
13:40 29.05.2019
„უნდა ვუთხრათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ემოციური ფონი არ არის მხოლოდ ჩვენი განწყობა და ჩვენი განცდა. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას მოვუწოდებთ რომ მაქსიმალურად სიფრთხილით მოვეკიდოთ საკითხის განხილვას და ჩვენი პოზიციები არ იყოს აგრესიული ფონით, აქ მათ შორის იგულისხმება, რომ ორივე ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება, ცივი გონებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, მივიდეთ იმ სასურველ შედეგამდე, სადაც უკმაყოფილო არც ერთი სახელმწიფო არ დარჩება“-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამას სჭირდება ძალიან ფრთხილი მუშაობა, გაანალიზება მთლიანად სიტუაციის და საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა.

„საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის დადგენილი, და მხოლოდ ერთ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ცალსახაა, რომ გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღების ცენტრშია, არის ჩვენი კულტურული, რელიგიური, ისტორიული ნაწილი და ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა.

ამ შემთხვევაში უპირატესობა გვაქვს იმ ნაწილში, რომ ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო გეოპოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა.

როდესაც ვსაუბრობთ უწმინდესის განცხადებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, პატივსაცემი ექსპერტების მიდგომებზე, რომ გვესმის ემოციური ფონი, ეს ბუნებრივია, თუმცა ყველაფერი უნდა მოვაქციოთ ზომიერების ფარგლებში და გონიერი მიდგომებით უნდა მივიდეთ შედეგამდე.
პრობლემა სახეზეა, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართლებით საკუთარი პოლიტიკა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული, მას პირველ რიგში სჭირდება, საზღვრები იყოს დადგენილი.

ეს საზღვარი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო მეტად ეს არის გამოწვევა ორი სახელმწიფოსთვის. ძალიან კარგი ქნა ქალბატონმა სალომემ და ხელისუფლებაც ამ პოზიციაზეა, რომ დიახ, როცა არსებობს პრობლემა, ამას კი არ უნდა გავექცეთ, არამედ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამაზე დაიწყებს მუშაობას.

თუკი სიტუაცია მეტნაკლებად გამწვავდა და ამ პროცესში ჩვენ ვცდილობთ, რომ კრიზისული ვითარებიდან გამოვიდეთ და შედეგზე გავიდეთ, ესეც არ არის არაორდინალური. სჩვევია საერთაშორისო პრაქტიკას ასეთი მოვლენები და უფრო მეტიც, ასეთ ვითარებაში მეტი ალბათობაა შედეგის მიღწევის.

მეორე, ითქვა და მეც გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება ზომიერება და ჩვენ გვჭირდება გონიერება. ემოციები მოვისმინეთ, ვიხილეთ, ბუნებრივია, პატივი უნდა ვცეთ ასეთ ემოციებს. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი მენტალიტეტით, თუმცა ამ ზომიერ ემოციებს რა თქმა უნდა გონიერება უნდა დავაყოლოთ.

მე ვხედავ საკმარისზე მეტ რესურს როგორც ჩვენს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში, რომ საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე . მე იმასაც ვიტყვი, რომ ამას დასჭირდება გარკვეული დრო და მოთმინებით უნდა მივყვეთ. ჩვენ ვართ მეზობლები და ეს დავამტკიცეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ჩვენ ამ კეთლმეზობლურ ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს სჭირდება ორივე ქვეყანას და სჭირდება რეგიონს“-განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები რომ არ არსებობდეს, დღეს სამხრეთ კავკასია ინქებოდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი.

„სამწუხაროდ, იმ მესამე ძალის- რუსეთის ძალიან ცუდი ჩარევის გამო ეს პერსპექტივები შეზღუდული გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, საერთო ჯამში შედეგს მივაღწევთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეშ ერი, ბერი, მთავრობა, მხედრობა, ყველა ერთ პოზიციაზეა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ თავისი ვიწროპოლიტიკური მადა გამოავლინონ და შიდა კინკლაობის საგნად გადააქციონ, რაც არის უღირსი ქცევა. უწმინდესის განცხადება იყო ძალიან დროული და ეფექტური, იქ სადაც საერთო ეროვნული ინტერესებია, უნდა მოვახერხოთ კონსოლიდირება“-განაცხადა სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა