logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკა მეტრეველი: როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ბოკერია და კანდელაკი დარბოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო, ასე ცდილობენ ახლა ცეცხლი დაანთონ
ნიკა მეტრეველი: როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ბოკერია და კანდელაკი დარბოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო, ასე ცდილობენ ახლა ცეცხლი დაანთონ
11:56 29.05.2019
სააკაშვილის და „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეს პრობლემა არ მგონია რომ დამატებით მოგვარებულიყო, სიტუაცია მაშინ ბევრად უარესი იყო, ვიდრე დღეს არის,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა მეტრეველმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ დავით გარეჯის პრობლემაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვესაუბრებით მოძმეს ერს, სახელმწიფოს, რომელიც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენს გვერდითაა.

,,ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია პრინციპული რეალიზმი და ადექვატური გააზრება არსებული გამოწვევების, არსებული პრობლემებისა და შემდეგ ადექვატური მიდგომა. როდესაც ვესაუბრებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის ლიდერებს, მნიშვნელოვნია კარგად გავითავლისწინოთ ვის ვესაუბრებით. საუბარი გვაქვს მოძმე ერთან, სახელმწიფოსთან, რომელიც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენს გვერდითაა. თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მაქსიმალურად დადებითაა განწყობილი ჩვენს მიმართ და ცდილობენ რომ პრობლემები და გამოწვევები ერთობლივად, ნორმალურ რეჟიმში მოგვარდეს.

ექსპერტმა იმ ძალებზეც ისაუბრა, ვისაც აწყობს პრობლემის გაღვივება და არეულობა და ასეთად მან ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. აქვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარეჯში უამრავი პატრიოტი ადამიანი ჩადის და გულწრფელად აპროტესტებს იქ არსებულ მდგომარეობას.

,, არის ბევრი ძალა, რომელიც ცდილობს რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად გართულდეს. ვის აწყობს ეს? ეს აწყობს ერთი , რუსეთს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“, აწყობს იმას, ვისაც აწყობდა პანკისში არეულობა, ბათუმში არეულობა და ა.შ. მოდით ვთქვათ პირადპირ, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი არეულობა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას. უამრავი ძალიან წესიერი, პატრიოტი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა დავით გარეჯზე. ჩადის იქ და აპროტესტებს იმას, რაც იქ ხდება. მაგრამ ამავე დროს, ვინ გამოჩნდა ამ პროცესების დასაწყისში? გამოჩნდა დავით ქაცარავა, გამოჩნდა სხვა არაერთი ავანტიურისტი, რომლებიც რეალურად ამზადებდნენ ამ ნიადაგს. ეს ძალები, ამ სიტუაციაში ყველაზე იდეალურად გრძნობენ თავს. ესენი არიან სიტუაციური მოკავშირეები ნაციონალური მოძრაობის“, რომლებიც ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და მათთვის ნებისმიერი ასეთი სიტუაცია არის მისაღები’’ ,- განაცხადა ნიკა მეტრეველმა.

ექსპერტი უწმინდესის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას იდეალური უწოდა და აღნიშნა , , რომ ადექვატური მიდგომით პრობლემა გადაჭრადია.

იდეალური განცხადება გაკეთა ჩვენმა უწმინდესმა. ყველანაირად მორგებული სიტუაციაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველგვარი ემოციის გარეშე, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მაქსიმალურად ადექვატურად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემებს. ეს პრობლემები გადაჭრადია. როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ბოკერია და კანდელაკი დარბოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. აი, ასე ბინძურად დარბიან ახლა და ცდილობენ რომ ცეცხლი დაანთონ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა