„საქართველოს მწვანეთა პარტია" ულოცავს „ევროპის მწვანეთა პარტიას“ ევროპის
პარლამენტის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას.
" „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ სახელით, „ევროპის მწვანეთა პარტიას“, ჩვენ მეგობრებს ევროპის პარლამენტის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას ვულოცავ. ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც მათ მიაღწიე ევროპის საპარლამენტო არჩევნებში. „საქართველოს მწვანეთა პარტია“ მრავალი წელია „ევროპის მწვანეთა პარტიის“ მმართველი საბჭოს წევრია და ჩვენ პარტიას კომიტეტის წევრიც ჰყავდა წარდგენილი. ჩვენ ასევე უახლოეს არჩევნებში კვლავაც ვაპირებთ პარტიის წევრის წარდგენას, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო გავაძლიეროთ ურთიერთობა ევროპის პარლამენტთან.
საპარლამენტო არჩევნებში „ევროპის მწვანეთა პარტიის“ წარმატება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუციებსა და სტრუქტურებში“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

















