logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიასპორის ფორუმი 2019 დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება
დიასპორის ფორუმი 2019 დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება
13:17 28.05.2019
დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში იმსჯელებენ განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის რატი ბრეგაძის განცხადებით , მნიშვნელოვანია დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის და დიასპორული ვებ-პორტალის ამოქმედება. როგორც დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს, ფორუმის მიზანია მოისმინონ დიასპორის წამომადგენლების მოსაზრებები, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რათა შემდგომ განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

„უკვე ორი დღეა მიმდინარეობს დიასპორის დღესთან დაკავშირებული დიასპორული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. დიასპორის დღის ფარგლებში, მოქმედებს ოთხი სამუშაო ჯგუფი : ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, მედიისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი თანამემამულეები და ასევე ქართველებიც წარმოადგენენ მოხსენებებს სხვა და სხვა პრობლემურ თემატიკაზე. ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, მიზნის დასახვა და ბუნებრივია, შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა. ფორუმის მთავარი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენილი იქნას პრობლემატიკა და განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა და ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ წელს წარმოვადგინეთ ამ ახალ ფორუმზე, წარმოადგენს სწორედ გამოძახილს 2018 წლის ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებებისა. კერძოდ, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ასევე დიასპორული ვებ-პორტალი, რომელიც უკვე ამოქმედდა სატესტო რეჟიმში და მოემსახურება მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს და ასევე ქართულ სახელმწიფოსაც. „-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დიასპორის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებისა და სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” შესახებ.

დიასპორის წარმომადგენლები დღესვე პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალის. დიასპორული ფორუმი 2019 კულტურული პროგრამით დასრულდება.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ 27 მაისს გაიხნა. ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა