logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხატია წილოსანი პარიზში OIE-ს გენერალურ სესიაში მონაწილეობს
ხატია წილოსანი პარიზში OIE-ს გენერალურ სესიაში მონაწილეობს
10:37 28.05.2019
საქართველოს დელეგაცია პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით (OIE) 87-ე გენერალურ სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური სესია ყოველწლიურად იმართება პარიზში და მასში 182 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს.

25-31 მაისს, გენერალური სესიის ფორმატში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, ინტეგრირებული მიდგომა და კონტროლი; ცხოველების ვაქცინაცია და რისკების პრევენცია; ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. საქართველოს წარმომადგენლებმა სესიის მონაწილეებს საქართველოში არსებული ვითარების, ცხოველთა დაავადებების და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შორის გაიმართა პირისპირ შეხვედრები.

„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რაც თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას და საკანონმდებლო დაახლოებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და დღეს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის პროცესში, საქართველო აგრძელებს დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის კეთილსაიმედოობასა და საექსპორტო პოტენციალზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს.

დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ორგანიზაციის დელეგატი საქართველოდან, სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა