logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: უცხოეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობდნენ
პრემიერი: უცხოეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობდნენ
15:12 27.05.2019
ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას და დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ნებისმიერი ქართველისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე ძვირფასია. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და სიმდიდრე, ვიდრე ადამიანური კაპიტალია, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, ამ ადამიანური კაპიტალის ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნული იდეის - განათლების შესახებ ისაუბრა და დიასპორის წარმომადგენლებს მასში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ადამიანური კაპიტალი საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ სამშობლოში. მინდა, ასევე გამოვეხმაურო წერილებს,რომელიც ხშირად მომდის და გულწრფელად გითხრათ, რომ თითოეული ქართველი, თითოეული მშობელი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, ცდილობს თავისი შვილი აღზარდოს ქართული ტრადიციებით, მისცეს მას ინფორმაცია ჩვენი ფასეულობების შესახებ, შეასწავლოს ქართული ენა, პირადად ჩემთვის ჩვენი თანამედროვეობის გმირია და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, როგორი რთულია, თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი გადასცე შენს შვილს, როდესაც ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერების პროცესში დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

„პირველი არის „მომავლის ბანაკი", რომელიც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ფორმატია, რათა ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ელჩებს შეეხება. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა გვყავს საზღვარგარეთ და, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც და სურვილიც არის, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერების პროცესში. მინდა ისიც გითხრათ, რომ არ ვარ კმაყოფილი დღეს არსებული პროგრამების რაოდენობითა და შინაარსით. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია, როდესაც ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზეა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს დამოუკიდებლობის დღე და დიასპორის დღე მიულოცა.

დიასპორის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

ფორუმის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა