კოალიცია „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში „ქართული ოცნების" აქტივს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, თინა ხიდაშელი სოფლის მაცხოვრებლებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
მისი განცხადებით, მოსახლეობის აქტიურობა საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია.
ამასთან, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პრობლემები, რომელიც დღეს გლეხებს აწუხებთ, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში იგრძნობა.
ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან ერთად წინასაარჩევნო ღონისძიებები დაგეგმა.
იორმუღანლოში „ქართულო ოცნების“ ოფისის გახსნაც იგეგმება.

















