ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს ქართულ ენაზე ულოცავს "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით.
"საქართველოს ყოველთვის ეკავება განსაკუთრებული ადგილი ჩვენს გულებში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა თქვენთან ერთად ზეიმობს!" - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

















