logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დანიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
დანიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
22:07 25.05.2019
დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფრედერიკის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ კონცერტი.

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნისთვის.

საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ისაუბრა დემოკრატიული საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოხატა დანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ასპირაციის მუდმივი მხარდაჭერისათვის.

გიგი გიგიაძემ ისაუბრა ასევე ქართულ კულტურაში ხალხური სიმღერებისა და მრავალხმიანი მუსიკის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2001 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და დანიის ურთიერთობების უახლეს ისტორიაში ქართული მრავალხმიანი მუსიკა პირველად შესრულდა დანიის გამორჩეულ ტაძარში.

კონცერტის დამსწრე საზოგაოდებას საშუალება ქონდა მოესმინა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ხალხური და საეკლესიო მუსიკა.

ასევე საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოში გაიმართა ოფოციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დანიის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, კოპენჰაგენში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიება დანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ასევე ქართული ანსამბლის „შავნაბადას“ მიერ შესრულდა.

მიღების დროს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და კერძები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა