საქართველოს ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნეპალის პრეზიდენტს დოქტორ რამ ბარან იადავს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ ნეპალის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ასევე, დაგეგმილია ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ნეპალის მთავრობის სხვა წევრებთან მაღალი დონის შეხვედრები.

















