logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა
10:32 25.05.2019
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

დღევანდელ მოსმენაზე მოხსენებებით წარსდგნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (UNDP, MCA), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო , „ქალები მომავლისთვის“, „ფერმერთა ასოციაცია“, ავიაინსტიტუტის, საქართველოს რკინიგზის, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს და დუალურ პროგრამებზე მომუშავე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

ამ თემატური მოკვლევის ჯგუფის ძირითადი თემაა ქალების და გოგონების პროფესიული განათლებისადმი ხელმისაწვდომობა, როგორც მათი ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი. როგორც შეხევდრაზე ითქვა, ბიზნესი არის ის მთავარი დამსაქმებელი, რომელმაც უნდა გააკეთოს შეკვეთა თუ რა ტიპის პროფესიები ესაჭიროება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუსმინეს. მომხსენებლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიზნესი და სახელმწიფო ერთობლივად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით და სისტემური ურთიერთობები უნდა შეიქმნას ბიზნესსა და სახელმწიფო შეკვეთებს შორის.

თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ამ მოსმენებზე მიღებული ინფორმაციები გაანალიზდება და ივნისის პირველი ნახევრისთვის შემუშავდება რეკომენდაციები.

„ჩვენ გავაანალიზებთ ამ შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციებს, გაანალიზდება ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და ამის შემდეგ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება პლენარულ სხდომას. შემდეგ ეს რეკომენდაციები მიეწოდება ყველა რელევანტურ უწყებას და პარლამენტი სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე“.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშობა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა