პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენს ეწვია და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახელებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხი რუსულ ბაზარზე ქართული პროდქუქციის დაბრუნების პერსპექტივები და ამ კუთხით პარტიის მიერ გაწეული სამუშაო აღმოჩნდა.
სოფლის მოსახლეობასთან კუკავამ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა. კუკავას თქმით, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში ვანშინგტონიდან კონტროლირებადი ძალები იქნებიან, მანამდე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

















