logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 დავით ზალკალიანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13:24 24.05.2019
24 მაისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან.

სამინისტროში გამართული შეხვედრის წინ, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი განცხადებები გააკეთეს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ბატონმა დავით ზალკალიანმა ბატონი ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა, რადგან ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თავის მხრივ, ბატონმა ვან იმ, ჩინეთის ხალხისა და მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრისას, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებად განისაზღვრა ვაჭრობა, ინვესტიციები და ტრანსპორტი. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ყურადღება გამახვილდა "სარტყელისა და გზის" გლობალურ ინიციატივაზე და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის.

აღინიშნა, რომ საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის ფასდაუდებელია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საქართველოც, თავის მხრივ, "ერთი ჩინეთის" პრინციპის ერთგულია და ეს პოზიცია ურყევია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ემსახურება საქართველოს შესაძლებლობების მეტად შესწავლას. მან გააჟღერა ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. კერძოდ, ვაჭრობის, ინვესტიციების და ლოჯისტიკის მიმართულებით.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა.

დასასრულს, აღინიშნა რომ საქართველო და ჩინეთი წარმატებით თანამშრომლობენ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. ასევე ურთიერთქმედებენ დარგობრივი სამინისტროები.

24 მაისსვე შედგა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსა და რეგიონის მიმართ, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, კონკრეტულად კი საქართველოს იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც გულისხმობენ ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტების განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ა.წ. 25 მაისს დატოვებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა