logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე შემოდგომაზე ახალ პროგრამას წარადგენს
მამუკა ბახტაძე შემოდგომაზე ახალ პროგრამას წარადგენს
13:08 24.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე ახალ პროგრამას წარადგენს, რომელიც განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სიღარიბესთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ტვ პირველის თოქშოუ "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტი სამი ძირითადი საკითხია, რომელთა მოგვარების გარეშე სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე კომპონენტი - სიღარიბესთან ბრძოლა, რათა იმ მომენტში, როდესაც ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს წვდომა ელემენტარულზე – მათ შორის საკვებზე.

"პირველი არის განათლება, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომ თითოეული ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ მას აქვს წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს განათლების პროცესს. მეორე - წვდომა ჯანდაცვაზე. თითოეულ ადამიანს, იმის მიუხედავად, რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს, სად ცხოვრობს ქალაქში თუ სოფლად, უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ აქვს წვდომა ადეკვატური ჯანდაცვის სისტემაზე. მესამე - ეს არის წვდომა საკვებზე. ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, სიღარიბესთან ბრძოლა ეს არის კომპლექსური პრობლემა. რომელიღაც პოლიტიკოსის მხრიდან საზოგადოებისთვის ილუზიის შექმნა, რომ ეს 2-3 თვეში დამარცხებადი პრობლემაა, ყველაზე იაფფასიანი პოპულიზმია.

აქედან გამომდინარეა ეს მესამე კომპონენტი მნიშვნელოვანი, რომ იმ მომენტში, როდესაც ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს წვდომა ელემენტარულზე – მათ შორის საკვებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვაც არის ზუსტად ასეთი, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეს მინიმალური სტანდარტი. ამას ავტომატურად ემატება უსაფრთხოება და სამართლიანობის განცდა, რაც ყველა სახელმწიფოს ფუნდამენტშია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფოს განვითარებაზე და სხვა ეტაპზე გადაყვანაზე", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პროგრამის წარდგენისას ოპონენტებს ექნებათ იგივე შეფასებები, როგორიც 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულებისას ჰქონდათ და ამას არჩევნებს დაუკავშირებენ.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ პროგრამებზე, ვინაიდან გვესმის, რამდენად მტკივნეულია მოსახლეობისთვის ეს საკითხები. როდესაც მოხდება ამის შემოდგომაზე წარდგენა, ჩვენი ოპონენტები დაიწყებენ ზუსტად იგივე თემაზე აპელირებას, როგორც ეს 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულების პროგრამაზე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე მქონდა ეს დაანონსებუული, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საზოგადოებას აქვს კონკრეტული პრობლემა , მან გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვართ , ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ.

ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ მთავრობის პროგრამა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების ადეკვატური, იმის მიუხედავად, ტარდება თუ არა არჩევნები. თითოეულ ნაბიჯზე გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ არჩევნებისთვის. ჩემთვის ყველაზე პრინციპულია, საქართველოში დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ნებისმიერი ხელისუფლება თავისი რესურსის ინვესტირებას ახდენს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა