logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ესტონეთის პრეზიდენტმა “ტერრა მარიანნა”-ს პირველი კლასის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ესტონეთის პრეზიდენტმა “ტერრა მარიანნა”-ს პირველი კლასის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა
12:35 24.05.2019
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა ახვლედიანი, ესტონეთის სახელმწიფო ჯილდოთი - “ტერრა მარიანნა”-ს პირველი კლასის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდა.

განსაკუთრებული ჯილდო საქართველოს ელჩს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა 23 მაისს გამართული გამოსამშვიდობებელი შეხვედრისას გადასცა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მაღალ დონეზე შეაფასა 2014 წლიდან დღემდე ესტონეთთან განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და სამომავლოდ დასახულ ამოცანებს; აგრეთვე, უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და ზოგადად რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. ესტონური მხარის მიერ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის პრეზიდენტის მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ყველა შესაბამის ფორმატში ჩვენი ქვეყნის აქტუალურობის მაღალ დონეზე ხაზგასმის კუთხით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის.

აღსანიშნავია, რომ “ტერრა მარიანნა”-ს ჯვრის ორდენი, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისა და ევროპულ კულტურულ სივრცეში ქვეყნის დაბრუნების აღსანიშნავად, პრეზიდენტ ლენნარტ მერის ინიციატივით 1995 წელს დაარსდა და ის ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გადაეცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა