logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა კახიშვილი - ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების გაყოფა აიცილა თავიდან
კახა კახიშვილი - ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების გაყოფა აიცილა თავიდან
14:49 13.08.2012

საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ,

სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც კახიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით ბურჯანაძემ, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების გაყოფა აიცილა თავიდან.

„რამდენი ხმაც არ უნდა აეღო ბურჯანაძეს, ის ხმები მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილთა ხმები იქნებოდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს დააკლდებოდა და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ რაც ნაკლები ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით მეტი შესაძლებლობაა, ოპოზიციურად განწყობილთა ხმები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე არ გაიყოს.

„ამ გადაწყვეტილებით ბურჯანაძე საზოგადოების თვალში პოზიტიურ როლში გამოვიდა იმ თვალსაზრისით, რომ არ გახდა ოპოზიციურად განწყობილი ხმების გამხლეჩი. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციამ ვერ შეასრულა ხალხისთვის მიცემული დანაპირები პარლამენტში უმრავლესობით მოსვლასთან დაკავშირებით, ბურჯანაძეს ექნება სათქმელი, რომ ამ მიზნის მიღწევაში „ქართული ოცნებისთვის“ მას ხელი არ შეუშლია“- განაცახდა კახიშვილმა და განმარტა, რომ ამით „დემოკატიული მოძრაობის“ ლიდერს საშუალება ეძლევა, არჩევნების შემდეგ კრიტიკოსის როლში გამოვიდეს.

რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ დადებით შეფასებას ბურჯანაძის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, კახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივია და „დემოკრატიული მოძრაობისა“ და კოალიციის პოლიტიკურ დაახლოებას არ მოასწავებს.

მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, თითქმის, ყველა რაიონში წარადგინა, ასევე, დაკომპლექტებულია კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ასეული, თუმცა, მათ შორის „დემოკრატიული მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ არის.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბურჯანაძის განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ 1 ოქტომბერს არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.

ბურჯანაძის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისივე განმარტებით, ნინო ბურჯანაძის აღნიშნული პოზიციით ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა