„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ირანში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს ირანელ ხალხს, უსურვებს გამძლეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება.
ამასთან, პარტია იმედოვნებს, რომ მაშველების ძალისხმევით დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა უმოკლეს ვადებში მოხერხდება.
ირანის ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი დამანგრეველმა მიწისძვრამ 227 ადამიანი იმსხვერპლა. მიწისძვრამ მთიანი რეგიონის 20 სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით დააზიანა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, რეგიონში გლოვის დღეებია გამოცხადებული.
პირველი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, ხოლო მეორე 6,3 მაგნიტუდის ბიძგები იმავე ტერიტორიაზე 11 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.

















